saqarTvelos mdinareebi - didixevi

ტერიტორიული ერთეულები ახმეტის მუნიციპალიტეტი
სათავე პირიქითი ქედი 42°29`32` ჩ. გ. 45°37`55` ა. გ.
შესართავი პირიქითი ალაზანი 42°26`10` ჩ. გ. 45°34`53` ა. გ.
სიგრძე 11 კმ
აუზის ფართობი 18.9 კმ²

 

სინონიმი: დართლოს ხევი.

მდინარე საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 11 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი 18,9 კმ². სათავე აქვს პირიქითის ქედზე, მთა ჭეშოსმთის კალთებზე, ზღვის დონიდან 3500 მ სიმაღლეზე. ერთვის პირიქითი ალაზანს მარცხენა მხრიდან სოფელ დართლოს სამხრეთით. მიედინება ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე თუშეთში, თუშეთის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. კალაპოტის საერთო ვარდნაა 155 მ/კმ-ზე.